fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი ქალი, რომელიც საუკეთესო პორნო ვარსკვლავად დასახელდა

ერთ-ერთ ბერძნულ საინფორმაციო წყაროს საუკეთესო პრორნოვარსკვლავი ქალის ტიტულის მფლობელი ინა ინაკი ესაუბრა. ის ინტერვიუზე თავის პარტნიორთან, ტეოსთან ერთად მივიდა. ცხადია, მათ ყველას ყურადღება მიიპყრეს. ინა ვიწრო, მოკლე კაბით გამოცხადდა, რომლითაც თავისი მკერდისა და ფეხების სილამაზეს უსვამდა ხაზს. გარდა საუკეთესო პორნოვარსკვლავის ტიტულისა, მას ასევე მოპოვებული ,აქვს საუკეთესო სპორტული სხეულის მქონე ქალის ჯილდო. მათ ალკოჰოლის ნაცვლად, ცივი ჩაი შეუკვეთეს.

– გუშინ მუშაობდით…

დაღლილები ვართ, ჩვენ იქ ვმუშაობდით, საიდანაც ჩვენი კარიერა დაიწყო. Live სექს შოუები. ასევე ერთად ვართ გადაღებული ეროტიკულ ფილმებში. ჩვენი დღეებია ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით. თავდაპირველად სცენაზე მხოლოდ გართობისთვის ავედით, შემდეგ კი სერიოზულად შევხედეთ ამ საკითხს.

ინა: ჩვენ ვცდილობთ მსოფლიო უკეთესი გავხადოთ. წყვილები ჩვენგან სწავლობენ და როცა შოუს ტოვებენ, მადლობას გვიხდიან, რადგან მათი ინსპირაციის წყარო გავხდით.

– თქვენ დაიწყეთ Live სექს შოუებით… როგორ გადახვედით ფილმებზე?

ინა: არასოდეს მიფიქრია, პორნოვარსკვლავი გავმხდარიყავი. მიმტანად ვმუშაობდი, შემდეგ მივიღე შემოთავაზება და ყველაფერი სწრაფად შეიცვალა. ვმოგზაურობ, ვნახულობ მეტ რამეს და ვშოულობ ბევრ ფულს. ესაა პორნოგრაფია.

– თქვენ პირველი ბერძენი ხართ, რომელმაც ეს პრიზი მიიღო. როგორ გამოიყურება პორნოგრაფიის ინდუსტრია?

ჩვენ ხალხს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს მნიშვნელოვანია. ხშირად მეუბნებიან: “არ ველოდი, თუ მიპასუხებდი.” ჩვენ გვინდა, რომ ხალხთან კონტაქტი გვქონდეს.

– როგორ გრძნობთ თავს პორნო ფილმების გადაღებისას?

ზოგჯერ სრულიად არაფერს ვგრძნობ, ხანდახან კი შეიძლება ძალიან მომწონდეს. მაგრამ არასოდეს უნდა დაგავიწყდეს, რომ ეს სამუშაოა. ამ ყველაფრის შემდეგ, მე სახლში, ჩემს ქმართან ვბრუნდები.

– ბევრი ფიქრობს, რომ პორნოვარსკვლავები ადვილად თანხმდებიან შემოთავაზებებზე…

ტეო: ეს გამორიცხულია. თუკი შენ თანახმდები 100, 200 და 1, 000 ევროს, ფილმი, რომელსაც გააკეთებ ნამდვილად უხარისხო გამოვა.

ინა: დიახ, სწორედ ასეა. შენ ყველას უნდიხარ, თუმცა, არავის შეუძლია ჰყავდე. კომპანიები არ აკეთებენ შემოთავაზებებს, რადგან არ შეუძლიათ გასწვდნენ ამ ყველაფერს. როგორც ქალი ვამბობ, რომ სცენის უკან არ არსებობს არანაირი ფლირტი. რაც ხდება ყველასგან დამალულია, თუმცა, ხშირად მოდის მესიჯები, შინაარსით: “მითხარი, რამდენი გინდა.” მე ამაზე ნამდვილად ვბრაზობ.

onalem

ტესტ