fbpx
საბერძნეთი

დაუჯერებელი ამბავი საბერძნეთში: საკუთარი შვილი ეზოში ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული

ამბავი, რომელიც ვოლოსში ხდებოდა, ფილმის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ ეს რეალობაა და ცოლ-ქმარი უკვე მართლმსაჯულების წინაშე დგას.

გავრცელებული ინფორმაციით, დედ-მამას 55 წლის ვაჟი სახლის ეზოში 15 მეტრიანი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული, საპირფარეშოც სახლის გარეთ ჰქონდათ მისთვის გაკეთებული და როგორც ირკვევა, ჯაჭვი იმიტომ იყო ასეთი გრძელი, რომ ცუდი ამინდის შემთხვევაში სახლში შესვლა შესძლებოდა.

75 წლის ქალისა და 79 წლის მამაკაცის (დედ-მამა) განცხადებით, მათ ვაჟს ფსიქიკური პრობლემები აქვს და სწორედ ამ მიზეზით ჰყავდათ დაბმულ მდგომარეობაში, რადგან ეშინოდათ, რომ სხვა ადამიანებს ავნებდა.

მოხუცებს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა და ფინანსური ჯარიმა დაეკისრათ, ასევე, თუ თანხას არ გადაიხდიან, მათი სასჯელი 10 თვით გაიზრდება.

სასამართლოს თავმჯდომარემ ბრალდებულ დედ-მამას უთხრა, რომ მათი შვილი ცხოველი არ არის, ჯაჭვით იცხოვროს.

არსებული ცნობებით, ოჯახი ბოშური წარმოშობისაა.

onalem

ტესტ