fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სიტუაცია ძალზე საშიშია” – ალკივიადის ვატოპულოს

პროფესორმა, ალკივიადის ვატოპულომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ექსპერტა საბჭო გასცემს რეკომენდაციებს, საბოლოო გადაწყვეტილებებს კი სახელმწიფო იღებს. მისი განმარტებები მოჰყვა ანასტასია კოტანიდუს აღიარებას, რომ ექსპერტთა საბჭო არასწორად მოქმედებს და ქვეყანა სწორ გზას არის აცდენილი.

“ჩვენ, როგორც მეცნიერთა საბჭომ, არ შეგვიძლია მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილებები, ჩვენ უბრალოდ გავცემთ რეკომენდაციებს. ძალიან ბევრჯერ ყოფილა მეცნიერებაში, რომ მივსულვართ დასკვნამდე, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება იყო მცდარი. ახლა, საბერძნეთში გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგან სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით, არის ძალზედ საშიში. კარანტინი არ მოქმედებს, ვირუსი კი მძვინვარებს.

ის, რის გამოც ექსპერტები ახლა არ გასცემენ გახსნის რეკომენდაციას არის, რომ მუტაცირებული შტამები ძალიან სწრაფად ვრცელდება და სწორედ ეს გვაშინებს.

გვჭირდება, რომ გაიზარდოს ვაქცინის წარმოება და ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფომ მეტი იმუშაოს. ამ დროისთვის ვირუსი ვრცელდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში და ძალიან ცოტა შემთხვევა ფიქსირდება მოხუცებულებში. ეს ნიშნავს, რომ პანდემიამ სახე იცვალა და არის სრულიად არაპროგნოზირებადი,” ამბობს ვატოპულო.

onalem

ტესტ