fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი ამბავი ბერძნების ოჯახისთვის, რომელიც შვილს 1.5 წელი ეძებდა, თუმცა, ვეღარასოდეს ნახავენ

41 წლის დიონისის აგელაკოსის ამბავმა შეძრა როგორც მისი ოჯახი, ასევე მთელი საბერძნეთი. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 1.5 წლის მანძილზე ამაოდ ეძებდნენ და საბოლოოდ, გაირკვა, რომ ოჯახი მის დატირებას ვერასოდეს შეძლებს, რადგან უცხო ქვეყანაში მისი გვამი დაწვეს.

აგელაკოსი გერმანიაში 2019 წლის 16 თებერვალს წავიდა, რადგან სამსახური უკვე ნაპოვნი ჰქონდა პლასტმასის ერთ-ერთ ქარხანაში. დედას ყოველდღე ელაპარაკებოდა, თუმცა, 23 თებერვალს კონტაქტზე აღარ გამოვიდა და მისი კვალი საერთოდ გაქრა. დიონისი რამდენიმე ხანში ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს და ვინაიდან თან ჰქონდა საბუთები, დაადგინეს მისი ვინაობაც.

ირკვევა, რომ გერმანული მხარე დაუყოვნებლივ დაუკავშირდა საბერძნეთის საკონსულოს და აცნობა, რომ მამაკაცი დაღუპული იყო პათოლოგიური მიზეზით, თუმცა, არც ზარებზე პასუხობდნენ და არც ელექტრონულ ფოსტაზე. საკონსულომ არაფერი მოიმოქმედა და ყურადღების მიღმა დარჩა სრულიად უცხო ქვეყანაში გარდაცვლილი ბერძენი მამაკაცი, რომლის ცხედარიც, გერმანული მხარის გადაწყვეტილებით, 6 კვირის მანძილზე ინახებოდა მორგში, ხოლო შემდეგ კრემაცია ჩაუტარდა.

ოჯახი კანონის ძალით მოქმედებას აპირებს საბერძნეთის საკონსულოს წინააღმდეგ გერმანიაში, რომლებმაც, როგორც ამბობენ, დიონისი კრემაციისთვის “გაგზავნა”, საკუთარი დაუდევრობის გამო. ოჯახი კი 1.5 წლის მანძილზე იტანჯებოდა კითხვით, ცოცხალი იყო თუ არა დიონისი და სად იმყოფებოდა, თუნდაც, გარდაცვლილი.

იხილეთ ეპიზოდი აგელიკი ნიკოლულის გადაცემიდან:

onalem

ტესტ