fbpx
ეკონომიკასაბერძნეთისაზოგადოება

სააღდგომო საჩუქარი საბერძნეთში მცხოვრებ მოსახლეობას – მიიღეთ დახმარება!

საბერძნეთის მთავრობა სააღდგომოდ რამდენიმე სახის დახმარებას გასცემს. მოსახლეობა მიიღებს თანხას ქირის გადასახდელად, ბავშვებისთვის, დაიბრუნებს ქონებრივ გადასახადს, თუკი მას დროულად იხდიდა და მიიღებს საშუალებას, რომ თუკი დაგროვებული ვალი აქვს, გადაიხადოს ის ნაწილ-ნაწილ.

დახმარება ბავშვებისთვის – აღნიშნულ დახმარებას მოსახლეობა მარტის ბოლოს მიიღებს, თანხა გაწერილია 926.000 ოჯახზე.

დახმარება ქირის გადასახდელად – აპრილში საბერძნეთში მცხოვრები 260.000 ოჯახი მიღებს თანხას ქირის დასაფარად 12 თვის მანძილზე, თვეში 70-დან 210 ევრომდე.

რაც შეეხება საგადასახადო სამსახურს დაგროვილ ვალებს, მოსახლეობას საშუალება ექნება, გადაიხადოს თანხა ნაწილ-ნაწილ და გაყოს 12 ნაწილად.

ქირისთვის განკუთვნილი თანხის აღება შეუძლიათ საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტებსაც, რისთვისაც უნდა შეავსონ განაცხადი ვებ-გვერდზე მას შემდეგ, რაც ონლაინ პლატფორმა ამოქმედდება.

 

 

onalem

ტესტ