fbpx
საბერძნეთი

ძალადობა რიგით მოქალაქეებზე საბერძნეთის პოლიციის მხრიდან საცხოვრებელ კორპუსში – ვიდეო

მედიის მიერ ვრცელდება კადრები, რომლებიც ასახავს საბერძნეთის პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის კიდევ ერთ მომენტს.

საუბარია ნეა სმირნის მოვლენებზე, როდესაც ერთ-ერთ ოფიცერზე თავდასხმის შემდეგ, მისი კოლეგები კორპუსში შეიჭრნენ და გარეთ აგდებენ მოქალაქეს, რომელმაც ირონიული კომენტარი გააკეთა მათი მისამართით და თქვა: “ყოჩაღ! ახლა თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ!” მას ამისთვის ხელბორკილები დაადეს და დაარტყეს მის მეგობარ გოგონას, რომელიც ინციდენტს კამერით იღებდა.

ამავე კორპუსში იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც შემთხვევას უბრალოდ შეესწრო და არაფერ შუაში იყო, თუმცა, პოლიციელებმა, ძალის გამოყენებით, ისიც გარეთ გააგდეს. თვითმხილველი სახლის ჩუსტებით იყო გამოსული და ისე ექცეოდნენ, თითქოს სერიოზული დანაშაული ჰქონდა ჩადენილი.

ნახეთ კადრები:

onalem

ტესტ