fbpx
საბერძნეთი

ისტორიული დღე საბერძნეთში: ათენის “ევანგელისმოს” საავადმყოფოში ვაქცინაცია იწყება

დღეს ყველას ყურადღება ათენის “ევანგელისმოს” საავადმყოფოსკენ არის მიმართული, რადგან ზუსტად 13:00 საათზე ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი ვაქცინაცია ჩატარდება.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში პირველი ადამიანი, რომელსაც ვაქცინა გაუკეთდება რეანიმაციაში მომუშავე ექთანი, ევსტათია კაბისიულია.

დღეს ვაქცინაციას ჩაიტარებენ საბერძნეთის პრემიერი და მისი მეუღლე, ასევე პროფესორი, სოტირის ციოდრასი და საბერძნეთის პრეზიდენტი, ეკატერინი საკელაროპულუ.

კრიონერის სათავსოებიდან ვაქცინის პირველი დოზები უკვე წაიღეს ევანგელისმოს საავადმყოფოში.

onalem

ტესტ