fbpx
საზოგადოება

დღე საბერძნეთში სუპერმარკეტები ღიაა! როგორი გრაფიკით მუშაობენ?

როგორც უკვე ცნობილია, დღეს, 27 დეკემბერს, საბერძნეთში სუპერმარკეტები ღიაა. ასევე მუშაობენ მაღაზიები, რომლებიც მომხმარებლებს Click Away-ს გზით ემსახურებიან.

სუპერმარკეტების მუშაობის გრაფიკი არის დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, თუმცა, ზოგიერთი სუპერმარკეთი შესაძლოა 20:00 საათამდე იყოს ღია. ეს დამოკიდებულია ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, 28 დეკემბერს, ისინი ჩვეულ რეჟიმში, დილის 08:00 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუპერმარკეტები ახალი წლის წინა დღეს, 31 დეკემბერს, იმუშავებენ დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, ხოლო 1 იანვარს დაკეტილები იქნებიან.

onalem

ტესტ