fbpx
საზოგადოება

კადრები ვიქტორიის მოედნიდან: მიწაზე მძინარე ხალხი, მათ შორის ჩვილები და მოხუცები

ვიქტორიის მოედანი კიდევ ერთხელ იქცა იმიგრანტთა ბანაკად. ვრცელდება მძიმე კადრები, თუ როგორ სძინავს ათობით იმიგრანტს მიწაზე, მათ არ გააჩნიათ სახლ-კარი და უმეტესობას საკუთარი ქვეყნიდან ომს გამოქცეული ხალხი შეადგენს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე აქვთ, საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული თავშესაფრის საბუთია.

მათ შორის არიან ყველა ასაკის ადამიანები, დაწყებული ჩვილებიდან, დასრულებული მოხუცებით.

ირკვევა, რომ მათ ნაწილს საზღვარგარეთ სურს გამგზავრება, მაგრამ კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გამო, რასაც ცალკე ბიუროკრატია ემატება, უბრალოდ ქუჩაში არიან დარჩენილები და წასასვლელი არსად აქვთ.

onalem

ტესტ