fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის ფასები იცვლება!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ΟΑΣΑ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთებზე ფასებს ცვლის. ცვლილებები ხელსაყრელი იქნება მოსახლეობისთვის, ვინაიდან კომპანია არჩევანს გვთავაზობს.

კერძოდ, როგორც გაზეთი “Τα Νέα” იტყობინება, ბილეთის ფასი დამოკიდებული იქნება იმ მანძილზე, რომელიც მგზავრმა უნდა გაიაროს. შესაბამისად, მათ, ვისაც მხოლოდ 2-3 გაჩერების გავლა უწევთ, აღარ გადაიხდიან ბილეთში იმ ფასს, რომელსაც დიდ მანძილზე გადაადგილებისას იხდიან.

ბილეთის ფასი გაიზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენად შორს მიდის მგზავრი.

გამომდინარე აქედან, პირველ ეტაპზე, ატიკის რეგიონი დაიყოფა ხუთ ზონად:

  • პირველ ზონაში შევა ათენის ცენტრი, პირეას ცენტრი და მახლობელი მუნიციპალიტეტები.
  • მეორე ზონაში შევა ჩრდილოეთ გარეუბნები: აგია პარასკევი, ხალანდრი, კიფისია, ასევე სამხრეთ გარეუბნები: ვულა, ვულიაღმენი, ვარკიზა.
  • მესამე ზონაში შევა ატიკის აღმოსავლეთითა და დასავლეთით მდებარე უბნები.
  • მეოთხე ზონაში შევა ათენის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც უკვე აქვს განსხვავებული ფასი.
  • მეხუთე ზონაში შევა ათენის დანარჩენი ტერიტორია.დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ