fbpx
საზოგადოება

მე-6 დღე ელექტრო ენერგიის გარეშე – ატიკის ჩრდილოეთით მაცხოვრებლები უკიდურეს მდგომარეობაში არიან

“მიდიას” მიერ გამოწვეული შედეგებით ატიკის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობა ნამდვილ სასოწარკვეთილებაშია. დიონისოში უკვე მე-6 დღეა, რაც ელექტრო ენერგია არ აქვთ და მერი ამ ფაქტით გაოგნებულია.

იანის კალაფატელისი აცხადებს, რომ  ΔΕΔΔΗΕ-ს წარმომადგენლები, სავარაუდოდ, დასცინიან მათ.

“წარმოგიდგენიათ, რომ მოხუცები მთელი 6 დღის მანძილზე ელექტრო ენერგიის გარეშე გყავდეთ. თქვენ რა გააკეთეთ?! ჩვენ სასოწარკვეთილებაში ვართ. ხალხი ქუჩაშია გამოსული. მაგრამ ჯერჯერობით კიდევ ვერ ვიღებთ ნორმალურ პასუხს, როდის აღდგება დენის მიწოდება. უბრალოდ დაგვცინიან.

უკვე იმაზე ვფიქრობთ, რომ წავიყვანოთ ხალხი საკუთარი სახლებიდან და განვათავსოთ ათენის სასტუმროებში. მოვითხოვ ყველა კომპეტენტური ორგანოსგან, რომ ჩაერიონ და ხელი შეუწყონ პრობლემის მოგვარებას,” აცხადებს დიონისოს მერი.

onalem

ტესტ