fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენმა დედა-შვილმა უნივერსიტეტში ერთად ჩააბარა

ფოტინი და დიმიტრის კირმიძისები ერთად ზეიმობენ. დედა-შვილმა, ლარისადან, გამოცდები ერთად ჩააბარა და უნივერსიტეტშიც მოხვდა.

ფოტინი 43 წლის ქალია, რომელმაც სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, მისი 19 წლის შვილი კი ფიზიოთერაპიის ცოდნას დაეუფლება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფოტინიც ამავე ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის მედიცინაზე ოცნებობდა და მიმართულება შეიცვალა.

“ძალიან გახარებული ვარ. დედაჩემმა მომცა სტიმული, მივმხვდარიყავი, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია და ასევე არც გვიანი, მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც გზად გვხვდება. ის ჩემთვის სამაგალითო და მისაბაძი ადამიანია და ძალიან ბედნიერი ვარ მისით,” ამბობს დიმიტრი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

onalem

ტესტ