fbpx
საზოგადოება

“არც კი ვიცოდი, რომ საბერძნეთში სალამინა არსებობდა” – კონსტანტინა სპიროპულუ ნიკოს მუცინასთან

კონსტანტინა სპიროპულუ ნიკოს მუცინას გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც ტელეწამყვანმა კოლეგას სუფრასთან უმასპინძლა და გადაცემაზე “Κάτι Ξαναψήνεται” ისაუბრეს, რომელიც პარასკევს სრულდება.

სპიროპულუმ თქვა, რომ ძალიან მოხარულია რომ ამ პროექტის წამყვანი იყო, რადგან გამარჯვებულებზე დაახლოებით 90.000 ევრო განაწილდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამ კვირაში ჩემთვის არაჩვეულებრივი სეზონი იხურება. “Κάτι Ξαναψήνεται” სრულდება. გაუბედავაად დავიწყეთ 70-80 ეპიზოდით და მათი რიცხვი 170-მდე გაიზრდა, გადაცემის ფარგლებში წავედით სალამინაზე, ასპორპირგოში, ადგილებში, რომლებიც არც კი ვიცოდი, რომ არსებობდა,” თქვა მან.

მუცინამ გაიკვირვა და უთხრა, რომ შეუძლებელია არ იცოდეს ასპროპირგო, ამიტომ სპიროპულუმ განმარტა რომ ეს ადგილი იცოდა, მაგრამ არ იცოდა მაგალითად, სალამინას არსებობა. მისმა ასეთმა განცხადებებმა საზოგადოების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

ნახეთ 04:30 წუთიდან:

onalem

ტესტ