fbpx
საზოგადოება

პოლიციამ ანდრეას მიკრუციკოსი პერისტერის ტერიტორიაზე დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ცნობილი მუსიკოსი და ტელეწამყვანი ანდრეას მიკრუციკოსი პერისტერის ტერიტორიაზე დააკავა. ირკვევა, რომ მასთან ერთად დააკავეს მისი პარტნიორიც.

არსებული ცნობებით, ოფიცრებმა მუკრუციკოს მანქანა ფორმალური კონტროლის ფარგლებში გააჩერეს და გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გაცემული იყო მათი დაკავების ორდერი.

როგორც ჩანს, მუსიკოსმა და მისმა მეორე ნახევარმა არც კი იცოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ ჯერ კიდევ არსებობდა სარჩელი, რომელიც უკავშირდება 2015 წლის საქმეებს. მიკრუციკოს ცილისწამებასა და შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდნენ, ხოლო ქალს ფინანსური დარღვევები აქვს.

ორივე მათგანი პროკურატურაში გადაიყვანეს, საიდანაც მოგვიანებით გაათავისუფლეს, ვიდრე მათი საქმეების შესწავლა მოხდება.

onalem

ტესტ