fbpx
კრიმინალი

“ლტოლვილ ბავშვებს ნარკოტიკებს და სასმელს აძლევდა” – ეროვნული თეატრის ხელმძღვანელს, დიმიტრის ლიგნადისს, ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

ეროვნული თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორსა და მსახიობს, დიმიტრის ლიგნადისს წარმოუდგენელ დანაშაულში სდებენ ბრალს. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ სფეროში გავრცელებული სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ გახდა ცნობილი, გამჟღავნდა დანაშაული, რომელიც ლიგნადისს ჩადენილი აქვს ბავშვების მიმართ.

ირკვევა, რომ ლიგნადისი 2017-2018 წლებში მონაწილეობდა მოხალისეობრივ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებდა ლტოლვილი ბავშვებისთვის თეატრის გაკვეთილების ჩატარებას. რეჟისორი თეატრში ყოველი მასპინძელი სტრუქტურიდან მინიმუმ 4 ბავშვს იღებდა. ეს ბავშვები რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ სასტიკ უარს აცხადებდნენ თეატრში კვლავ წასვლაზე, მაგრამ არ ასახელებდნენ ზუსტ მიზეზს, თუ რატომ იყვნენ ასეთი კატეგორიულები.

გარდა ამისა, პროკურატურაში შევიდა 25 წლის მამაკაცის საჩივარი, რომელიც აცხადებს, რომ რეჟისორმა მასზე იძალადა, როდესაც 14 წლის იყო, პარალელურად კი, თეატრში კარიერას ჰპირდებოდა. ის ამბობს, რომ ერთხელ ლიგნადისის სახლში იმყოფებოდა, თავის თანატოლებთან ერთად, რა დროსაც რეჟისორმა მათ ნარკოტიკები და ალკოჰოლი მისცა და ჯგუფურ სექსუალურ კავშირს სთავაზობდა. მისი თქმით, სახლი მაშინვე დატოვეს და აღარ დაბრუნებულან.

მეზობლები აცხადებენ, რომ ლიგნადისი ბავშვებს სახლში ნამდვილად იღებდა. ის უკვე წარსდგა ატიკის პოლიციის მთავარ განყოფილებაში და როგორც ცნობილია, ახლა ახლობლის სახლში იმყოფება.

 

 

 

onalem

ტესტ