fbpx
კრიმინალი

ბერძნები სააღდგომოდ წავიდნენ, კარის ჩაკეტვა კი დაავიწყდათ – ქურდებმა 13.000 ევრო წაიღეს

რაც უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს, ბერძნების ოჯახს, რომელიც სახლში 13.000 ევროს ინახავდა, სააღდგომო უქმეებზე წასვლისას, სახლის კარის ჩაკეტვა დაავიწყდა.

მათ სახლი ოთხი დღით დატოვეს და მძარცველებს თავიანთი საქმის შესრულება გაუადვილეს.

როგორც კი დამნაშავეებმა ბინა მარტო დაიგულეს, მაშინვე თავს დაესხნენ, მაგრამ მათ კარის გასატეხად იარაღების გამოყენება არ დასჭირვებიათ, რადგან ჩაკეტილი არ იყო და უბრალოდ მოხურული დახვდათ.

საჩივრის მიხედვით, რომელიც პოლიციაში ოჯახმა მოგვიანებით შეიტანა, მძარცველებმა სახლიდან 13.000 ევრო გაიტანეს.

გამოძიება მათი ვინაობის და ადგილსამყოფელის დასადგენად ამ დრომდე მიმდინარეობს.

onalem

ტესტ