fbpx
საზოგადოება

ბერძენმა ოპერატორმა საკუთარი სიკვდილი, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში გადასცა

53 წლის კოსტას თეოდორაკაკისი, რომელიც ორი შვილის მამა იყო, კალამატაში, საკუთარი სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ის კამერით იღებდა ყველაზე საშიშ ბერძნულ ტრადიციას, რომელსაც იქ ყოველ წელს ასრულებენ და სწორედ ამ დროს თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რომლის ფონზეც მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, ის იყო ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ოპერატორი, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს ტელევიზიებთან მუშაობდა და ჰქონდა საკუთარი ვებ-გვერდიც.

გავრცელებული ინფორმაციით, თეოდორაკაკისი საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

პოლიცია ვიდეო კადრებს იძიებს, რათა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვისგან მიიღო მამაკაცმა დაზიანება. კვლევის საგანია ის ვიდეოც, რომელსაც ის სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე იღებდა და პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

onalem

ტესტ