fbpx
საზოგადოება

ორშაბათიდან: 30-33 გრადუსი საბერძნეთში!

მომდევნო კვირას საბერძნეთში აფრიკული ჰაერის მასების შემოჭრაა ნავარაუდევი, რაც გამოიწვევს ტემპერატურის აწევას და ასევე აფრიკული მტვერის ინტენსივობის გაზრდას.

ორშაბათს ტემპერატურა 26-27 გრადუსი დაფიქსირდება და ქვეყნის უმეტეს ნაწილში 30 გრადუსამდეც აიწევს.

მთიან რეგიონებში მოსალოდნელია მცირე, პერიოდული წვიმა, თუმცა, სიცივე ნავარაუდევი არ არის.

მაისის ყველაზე ცხელი დღე კი, მომდევნო ხუთშაბათს, 23 მაისს იქნება, როდესაც 33 გრადუსი დაფიქსირდება.

onalem

ტესტ