fbpx
საზოგადოება

18 წლის გოგონას დასვენება მიკონოსზე მისი გარდაცვალებით დასრულდა

18 წლის იტალიელი ტურისტი გოგონასთვის საბერძნეთში ჩამოსვლა საბედისწერო აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით მიკონოსზე, აგიოს სტეფანოს ქუჩაზე ორი მანქანა ერთი და იგივე მიმართულებით მოძრაობდა, როდესაც ორივე ამობრუნდა და კლდეზე გადავარდა.

მანქანებში ჯამში 8 ტურისტი იჯდა, რომელთაგანაც მხოლოდ 18 წლის გოგონა დაიღუპა. ის ერთ-ერთ მანქანას მართავდა, დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

ახალგაზრდა იტალიელი მაშინვე მიკონოსის ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, უკვე გვიანი იყო და ექიმებმა მხოლოდ მისი სიკვდილი დაადასტურეს.

სხვა დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ