fbpx
საბერძნეთი

28 ივლისიდან საბერძნეთში შემოსვლა მხოლოდ უარყოფითი ტესტით: რომელ ქვეყნებს ეხება?!

სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, მთავრობა ახალ ზომებს იღებს, რომლებიც ძალაში 28 ივლისიდან შედის და 4 აგვისტომდე იმოქმედებს.

კერძოდ, საჰაერო გზით საბერძნეთის საზღვრის გადმოკვეთა ბულგარეთიდან და რუმინეთიდან შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის საშუალებით, რომელიც ჩატარებულ იქნება გამომგზავრებამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე.

გამონაკლისი დაიშვება ამ ქვეყნებიდან შემომავალ საბერძნეთის მოქალაქეებზე, საბერძნეთში ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვის მქონე პირებსა და მათზე, ვისაც აქვთ გამომგზავრების გადაუდებელი მიზეზი, რომელიც ცხადია უნდა დასტურდებოდეს ოფიციალურად.

პარალელურად, ძალაში რჩება კანონი, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში შემოსვლამდე, 24 საათით ადრე მაინც, აუცილებლად უნდა შეივსოს PLF ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://travel.gov.gr/

onalem

ტესტ