fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ვიდეო ათენიდან მიმავალი თვითმფრინავიდან, რომელიც უკან, აეროპორტში დაბრუნდა

პილოტი დაახლოებით ორი საათის მანძილზე ებრძოდა ძლიერ ქარსა და წვიმას, რომელიც საბერძნეთში ამინდის გაუარესებას მოჰყვა. რეისი 344 ათენიდან ხანიაში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოჰყვა და მგზავრებისთვის მძიმე წუთები დაიწყო.

ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო ვიდეო, თუ რა ხდება ამ დროს ბორტზე. პილოტი ცდილობს თვითმფრინავი ხანიაში უსაფრთხოდ დასვას, მაგრამ მისი მცდელობები უშედეგოდ სრულდება და ის ხომალდს ათენში აბრუნებს.

საბოლოოდ, მან თვითმფრინავი კვლავ ათენის აეროპორტში დასვა, მგზავრებზე კი ავია კომპანიამ იზრუნა და ავტობუსი გამოუყო, რათა სასტუმროში მიეყვანათ.

onalem

ტესტ