fbpx
პოლიტიკა

“რაც თურქეთმა გააკეთა, ძალაუფლებაზე კიარა, მის სისუსტეზე მიუთითებს” – კირიაკოს მიცოტაკი

კირიაკოს მიცოტაკიმ აგია სოფიას მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თურქეთმა ამ ქმედებებით საკუთარი სისუსტეები წარმოაჩინა.

“ის, რაც სტამბოლში ხდება, არა მათი ძალაუფლების, არამედ სისუსტის გამოვლინებაა. მათ ნამდვილად არ აქვთ ძალა დაჩრდილონ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სიკაშკაშე, მაგრამ უნივერსალური ღირებულებები შერყეულია. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ამ გადაწყვეტილების უნივერსალურ დაგმობას.

მართლმადიდებელი ქრისტიანი ბერძნებისთვის, აგია სოფია დღეს ყველაზე მეტად არის ჩვენს სულებში, ვიდრე ოდესმე. ეს არის, სადაც ჩვენი გულები ფეთქავს და მწუხარება ძალად გარდაიქმნება. აგია სოფია არსებობს სწორედ იმისთვის, რომ გაგვაერთიანოს, რომ ვიყუროთ მხოლოდ მაღლა… და ეს ასე დარჩება სამუდამოდ.

გასულ წელს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საკუთარი საზღვრების დაცვა შეგვიძლია, რომლებიც ასევე არის ევროპული საზღვრები. დავამტკიცეთ, რომ პასუხისმგებლობითა და დისციპლინით შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის საკითხებს, როგორიც იყო კორონავირუსის პირველი ტალღა. ამავე დროს, გვაქვს ძალა დავიცვათ და გადავარჩინოთ ეკონომიკა, ურთულეს მომენტებშიც კი. ყველაფერი ეს ქმნის ეროვნულ ძალაუფლებას,” განაცხადა კირიაკოს მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ