fbpx
პოლიტიკა

“უკრაინის გვერდით ვართ! აქ სხვა ხაზი არ არსებობს! ვართ თავდაცვის მხარეს!” – ადონის გეორგიადის

“საბერძნეთის ისტორია და ბერძნების განცდები მებრძოლთა მიმართ, აიძულებს ჩვენს ქვეყანას, რომ იდგეს თავდაცვის და არა თავდასხმის მხარეს. აქ სხვა ხაზი არ არსებობს! ან თავდამსხმელის მხარეს ხარ, ან იმის მხარეს, ვინც თავს იცავს! ჩვენ კი თავდაცვის მხარეს ვართ!’ – განაცხადა საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ პარლამენტში გამოსვლისას.

გეორგიადიმ რუსეთის შეჭრას მიუღებელი და უკანონო უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ომს გმობს მთელი მოსახლეობა და დგას დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი უკრაინელი ერის გვერდით.

ანალოგიური პოზიცია გამოხატა პარტია, “მოძრაობა ცვლილებებისთვის”, დეპუტატმა, ანდრეას ლოვერდომ, რომელმაც ცალსახად დაგმო რუსული ძალადობა უკრაინის ტერიტორიაზე.

onalem

ტესტ