fbpx
პოლიტიკა

“მივესალმებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, ის ერთ-ერთი ჩვენგანია” – კირიაკოს მიცოტაკი

კირიაკოს მიცოტაკი საკმაოდ თამამ განცხადებებს აკეთებს, რომლებსაც ნაკლებად მოელოდა ბერძნული საზოგადოება. საბერძნეთის პრემიერმა ცალსახად დაუჭირა მხარი უკრაინის ევროკავშირის გაწევრიანების საკითხს და განაცხადა, რომ ის ევროპის ნაწილია.

ტვიტერის საშუალებით გამოქვეყნებულ პოსტში მიცოტაკი წერს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სრულ სოლიდარობას უცხადებს და უკრაინის არჩევანს მიესალმება.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ მანამდე განაცხადა, რომ შესაძლოა პირველი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ჟოზეფ ბორელის თქმით, ახლა ყურადღება უფრო მეტად პრაქტიკულ საკითხებზე უნდა გამახვილდეს და უახლოეს საათებში მოხდეს რეაგირება და არა წლების შემდეგ.

“უკრაინას აქვს ევროპული პერსპექტივები, მაგრამ ახლა მტერს უნდა ვებრძოლოთ,” აცხადებს ბორელი.

onalem

ტესტ