fbpx
საზოგადოება

უკრაინელი ლტოლვილების კიდევ ერთი ნაკადი ათენში – ნახეთ კადრები მეტაქსურგიოდან

ათენში, კერძოდ, მეტაქსურგიოს ტერიტორიაზე, უკრაინელ ლტოლვილთა კიდევ ერთი ნაკადი ჩამოვიდა. გუშინ ღამით ორი ავტობუსით 120-მდე უკრაინელი მიიღო საბერძნეთმა და როგორც აცხადებენ, ომს გამოექცნენ, მაგრამ ადარდებთ თავიანთი ოჯახის სხვა წევრებისა და მეგობრების ბედი, რომლებიც უკან, უკრაინაში დარჩნენ.

ლტოლვილებს შორის უმეტესად არიან მოხუცები, ბავშვები და ქალები. მათ ჩაუტარდათ ტესტირება კოვიდზე, რათა უსაფრთხოების პროტოკოლი დაცული იყოს.

როგორც ავტობუსების მფლობელი ამბობს, სანამ პირობები საშუალებას მისცემს, აუცილებლად ისევ გაემგზავრება უკრაინაში ომის ზონიდან ხალხის გამოსაყვანად.

onalem

ტესტ