fbpx
საზოგადოება

19 წლის შვილი ათენიდან კუნძულზე გაუშვა და რამდენიმე წამში დაეღუპა – ტრაგედია ხიოსზე

ხიოსზე დატრიალებული ტრაგედია ბერძნული მედიის მთავარი განხილვის თემაა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მოედანზე, 19 წლის ბიჭი კალათბურთის თამაშისას დაიღუპა, როდესაც ფარს ჩამოეკიდა.

კერძოდ, 19 წლის სტავრო მეგობრებთან ერთად კუნძულზე დასასვენებლად იმყოფებოდა და კვირას ღამით კალათბურთის სათამაშოდ წავიდნენ, რადგან ავტობუსზე რამდენიმე წამით დააგვიანდათ და იფიქრეს, რომ დროს ასე გაიყვანდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ როგორ დასრულდებოდა უწყინარი საღამო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი კალათბურთის ფარს ჩამოეკიდა, რომელიც ადგილიდან მოწყდა და მას უმძიმესი მასა პირდაპირ თავზე დაეცა. 19 წლის სტავრო ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ყველაფერი წამებში მოხდა. ისინი ახლომდებარე მაღაზიებთან გაიქცნენ, რათა დახმარება ეთხოვათ, ადგილზე მობილიზდა სასწრაფოს ბრიგადაც, თუმცა, უკვე გვიანი იყო.

ტელეკომპანია STAR-თან მისი დედა საუბრობს: “სტავროს მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ თავზე კალათბურთის ფარი დაეცა.”

ხიოსის მერმა ბრძანება გასცა, შემოწმდეს ყველა მსგავსი სათამაშო მოედანი და გასართობი ადგილი კუნძულის მასშტაბით.

onalem

ტესტ