fbpx
საბერძნეთი

100 ევროიანი ჯარიმები აუცრელებს ბერძნეთში – თანხების სისტემაში გამოჩენა დაიწყო

როგორც უკვე ცნობილია, 16 იანვრიდან საბერძნეთში ჯარიმები ეწერებათ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომელთაც ამ დრომდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება, ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით.

ირკვევა, რომ დღეიდან ΑΑΔΕ-ს სისტემის საშუალებით, უკვე გამოიწერა პირველი ჯარიმები და კვირის მანძილზე აუცრელთა უმეტესობა ტაქსინეტის საკუთარ გვერდებზე დავალიანებას იხილავს.

ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ამ დრომდე აუცრელი რჩება (60 წელს გადაცილებული) 317.000-სს სცდება, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი სისტემაში ყოველ თვე (ვიდრე არ იაცრებიან) დამატებით 100 ევროიან ჯარიმას ნახავს.

საკუთარი ჯარიმების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ბუღალტერს.

სისტემაში თითოეული პირის მონაცემები სახელმწიფო სამსახურის მიერ ყოველი თვის პირველ 15 დღეში გადამოწმდება, რათა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი 1 დოზით მაინც აიცრება, ჯარიმა არ გამოეწეროს ან გამოეწეროს მხოლოდ ნახევარი, 50 ევრო.

ჯარიმების შემოწმება ხდება Taxisnet-ის სისტემაში საკუთარი კოდების გამოყენებით (კლიდარითმოს).

 

onalem

ტესტ