fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

”საწოლის ქვეშ იწვა და სისხლში ცურავდა” – 48 წლის გარდაცვლილი ქალის მეგობარი

აგიოს პანტელეიმონას ტერიტორიაზე საზარელი მკვლელობა მოხდა. 48 წლის ჩინელი ქალი, რომელიც საბერძნეთში 10 წლის მანძილზე ცხოვრობდა და მუშაობდა, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც მას ვერავინ უკავშირდებოდა, მისმა მეგობარმა სახლში მისვლა გადაწყვიტა და სწორედ მან იპოვა ქალის უკვე საშინელ მდგომარეობაში მყოფი სხეული. ის უკვე გახრწნის პირას იყო, თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოცმული და სისხლში ცურავდა.

”ის ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში მკერავად მუშაობდა, საბერძნეთში 10 წლის მანძილზე ცხოვრობდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო და უთანხმოება არავისთან ჰქონია. მისმა უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩინელი ქალი დაიკარგა. ოთხშაბათს სახლში მივედით, მაგრამ ჩანდა, რომ იქ არავინ იყო.

საღამოს კორპუსის სხვა მაცხოვრებლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ საშინელ სუნს გრძნობდნენ. ჩვენ დავბრუნდით, კარი გავაღეთ და საწოლის ქვეშ გარდაცვლილი ვიპოვეთ, სისხლში ცურავდა. თავზე პარკი ჰქონდა ჩამოცმული. ”

როგორც ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. ის ბინაში ხალხს ხედავდა, თუმცა, არ იცოდა, ვინ იყვნენ ისინი. ასევე აღსანიშნავია, რომ მან სახლიდან ხმაური ან რაიმე უცნაური არასოდეს გაუგია.

onalem

ტესტ