fbpx
საბერძნეთი

65 წლის ბერძენი მამაკაცი ემიგრანტ ქალს სხეულით ვაჭრობას აიძულებდა – პოლიციის მიერ დაგებული მახე

პოლიციამ კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში, სპეციალური ოპერაცია ჩაატარა 65 წლის მამაკაცის დასაკავებლად, რომელსაც ბრალად სუტინიორობა ედება. როგორც ირკვევა, ის ემიგრანტ ქალს აიძულებდა, რომ სხეულით ევაჭრა და მის მიერ “გამომუშავებულ” თანხას თავად იღებდა.

წინასწარი გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ მამაკაცი ფლობდა იარაღსაც და შესაბამისად, დაიგეგმა ოპერაცია მისი დანაშაულების გამოსავლენად. 65 წლის მამაკაცი მაღაზიის მენეჯერი იყო და ემიგრანტი ქალისთვის სწორედ აღნიშნული მაღაზიის გავლოთ ნიშნავდა ვიზიტებს. მის მაღაზიაში მივიდა პოლიციის ოფიცერი, რომელიც კლიენტად ასაღებდა თავს.

როგორც ირკვევა, მამაკაცმა ოფიცერს კონკრეტული რაოდენობის თანხა მოსთხოვა, რათა 38 წლის ემიგრანტთან ინტიმური კავშირი დაემყარებინა და შესაბამისად, კუპიურები მონიშნეს. საუბარი იყო დაახლოებით 200 ევროზე, რომლის ხელში აღებისთანავე 65 წლის ბერძენი დააკავეს.

მოგვიანებით მაღაზიაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს იარაღიც, რომელსაც ის უკანონოდ ფლობდა.

onalem

ტესტ