fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში კლიმატური ფენომენი სუსტდება – კვირის ბოლოდან კვლავ 17 გრადუსი

საბერძნეთში კლიმატურმა ფენომენმა “ავღი” გარკვეულ ტერიტორიებზე თოვა გამოიწვია და საკმაოდ სქელი საფარიც შექმნა ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში. მიუხედავად ამისა, როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ტემპერატურის ვარდნისა და სუსხიანი დღეების შემდეგ ისევ თბილი ამინდები გველის.

მეტეოროლოგ, პანაიოტის იანოპულოს პროგნოზის მიხედვით, დღეს კლიმატური ფენომენი “ავღი” შესუსტდება ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე და კრეტაზე ინტენსიური თოვა შეწყდება, ასევე, შესუსტდება ძლიერი ქარი ეგეოსის ზღვაზე და უახლოეს დღეებში ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.

არსებული ვარაუდით, კვირის ბოლოდან, კონკრეტულად, კვირა დღიდან, ტემპერატურა მოიმატებს და 17 გრადუსს მიაღწევს, ზოგიერთ ტერიტორიაზე გადააჭარბებს კიდეც.

შაბათს მცირე ნალექია მოსალოდნელი, მაგრამ სინოპტიკოსთა პროგნოზით, კვირიდან მინიმუმ ოთხშაბათის ჩათვლით კვლავ საგაზაფხულო ამინდი დაგვიბრუნდება.

onalem

ტესტ