fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! რა არის ვაქცინაციის სერიფიკატი, რომელიც ევროკავშირში მოგზაურობისთვის შეიძლება შეიქმნას?!

ჯანდაცვის პოლიტიკის პროფესორმა, ილიას მოსიალოსმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბრობს ვაქცინაციის სერტიფიკატზე, საბუთზე, რომლის ქონაც, შესაძლოა, ახლო მომავალში ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაუროდ სავალდებულო გახდეს.

კერძოდ, საბუარია საბუთზე, რომელიც ადასტურებს, რომ ამა თუ იმ მოქალაქეს გაკეთებული აქვს ვაქცინა კორონავირუსზე.

“კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის სერტიფიკატის საკითხს საბერძნეთის მთავრობა ევროკავშირს უახლოეს მომავალში შესთავაზებს განსახილველად. ეს იქნება ელექტრონული სისტემა, რომელიც, სავარაუდოდ, ამოქმედდება ევროპაში. რას ნიშნავს ეს?! იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც უარს იტყვიან ვაქცინის გაკეთებაზე, უბრალოდ ვერ გაემგზავრებიან ევროკავშირის ქვეყნებში.

მჯერა, რომ მოსახლეობის უმეტესობა გაიკეთებს ვაქცინას, კორონავირუსის წინააღმდეგ და ყველა შევძლებთ უსაფრთხოდ მოგზაურობას.

ეს სერტიფიკატი შეიქმნება მგზავრთა უსაფრთხოებისთვის და იქნება აბსოლუტურად კანონიერი,” წერს მოსიალოსი.

პროფესორი იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა არ მოითხოვოს აღნიშნული საბუთის ქონა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადგილზე არ არსებობს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე. მეორეს მხრივ კი, ქვეყნები, რომლებიც მოითხოვენ ადგილზე ჩასვლისას ვაქცინაციის სერტიფიკატის ქონას, ნიშნავს, რომ იქ მაღალი რისკია ვირუსით დაავადდეთ.

 

onalem

ტესტ