fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“ორსიჩქარიანი” კარანტინი – ახალი გეგმა საბერძნეთის მთავრობის მაგიდაზე

პროფესორმა, ალკივიადის ვატოპულომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე საუბრისას განაცხადა, რომ ზომების მოხსნა არ ნიშნავს, რომ კარანტინი მთელ საბერძნეთში გაუქმდება 7 დეკემბერს.

კერძოდ, პროფესორმა ახსენა საბერძნეთის მთავრობის მაგიდაზე ამჟამად არსებული ახალი გეგმა, რომელიც გულისხმობს ზოგიერთ რეგიონში კარანტინის შენარჩუნებას, ვინაიდან სადაც ვირუსის გავრცელების ინდექსი 1-ზე მაღალია, შესაბამისად გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ნამდვილად არ არის კარგი იდეა.

მაგალითისთვის, დრამაში, როგორც ექიმები აცხადებენ, ყოველი 4 მოსახლიდან 1 კორონავირუსით არის ინფიცირებული.

“ათენსა და თესალონიკში ვირუსის გადადების ინდექსი უკვე ეცემა 1-ს ქვემოთ, მაგრამ ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში 1-ზე მაღალია. ეს ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები უკვე დაიწყო პროვინციებში და ერთი პატარა სოფლის მაცხოვრებლებს არ უნდა ეგონოთ, რომ ვირუსი არ ემუქრებათ. ძალიან მარტივია, რომ რეგიონი, სადაც საერთოდ არ ფიქსირდება ვირუსის გავრცელება, უცებ იქცეს “წითელ” ზონად.

ამრიგად, ახალი გეგმა მოიცავს კარანტინის მოხსნის საკითხს ზოგან, ზოგან კი ის შენარჩუნდება. დეტალები ცნობილი გახდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვების და გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ.

ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა მინიმუმ 2 კვირა კიდევ შენარჩუნდება, რადგან პაციენტებს შორის არის ხალხი, რომელიც დაავადდა 10-15 დღის წინ. მოდით, ნუ ვუყურებთ მართვით სუნთქვაზე მყოფთა რიცხვს, ყურადღება მივაქციოთ, თუ რამდენი ინფიცირებული ვლინდება ყოველდღე. რადგან გამოვლენილებზე მინიმუმ 5-ჯერ მაღალია ვირუსის მატარებელთა რეალური რიცხვი ქვეყანაში. ეს იმიტომ, რომ ისინი არიან ასიმპტომატურები ან უბრალოდ არ იკეთებენ ტესტს,” ამბობს ვატოპულო.

onalem

ტესტ