fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მშობლები კერძო დეტექტივს იქირავებენ, რათა შვილებს თვალი ადევნონ

როგორც მედია იუწყება, ბერძენი ოჯახები ბოლო პერიოდში ხშირად მიმართავენ კერძო დეტექტივებს, რათა საკუთარ შვილებს უთვალთვალონ. შესაძლოა, ეს ფაქტი უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამის საჭიროება თავად ბავშვების უჩვეულო ქცევამ გამოიწვია და ზოგადად, იმ დანაშაულების რიცხვის ზრდამ, რომლებიც არასრულწლოვნებს უკავშირდებათ.

ΕΡΤ-ის ინფორმაციით, მშობლები კერძო დეტექტივებს იქირავებენ და ამბობენ, რომ ეშინიათ, რომ მათ შვილებს საფრთხე ემუქრებათ, ავლენენ აგრესიულ ქცევას და უნდათ, იცოდნენ, ვისთან ერთად ატარებენ ისინი დროს, სკოლისა და სახლის გარეთ.

“მინდა ვიცოდე, ვისთან ერთად არის ჩემი შვილი. დაწყებით სკოლაში უფრო მარტივადაა საქმე, მშობლები ყველას ვიცნობთ, შემდეგ კლასებში კი, ყველაფერი იცვლება და უცხო ხდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ ადამიანი ჩავრთო ამ საქმეში და ვხედავდე, რა ხდება ჩემი შვილის თავს,” ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

გამომძიებელი, სტრატოს გეორგანტიდი, თავის მხრივ, ამბობს, რომ მიმართვიანობა საკმაოდ არის გაზრდილი, რადგან მშობლები შეშინებულები არიან და უნდათ იცოდნენ, რა აკეთებს მათი შვილი სახლის კარის მიღმა.

როგორც ირკვევა, ბავშვთა უმეტესობა, რომელსაც თვალყურს ადევნებენ, 12-დან 16 წლამდეა, ძირითადი მიზეზი კი, რომლის გამოც იწყება თვალთვალი, მათი ქცევის უეცარი შეცვლაა.

onalem

ტესტ