fbpx
საბერძნეთი

სამდღიანი დასვენება – ბერძნების დიდი ნაწილი კუნძულებისკენ მიემგზავრება

სამდღიანი დასვენების ფარგლებში საბერძნეთის მთავარ პორტებში საკმაო გადატვირთულობა ფიქსირდება. ბერძნების უმეტესობა დედაქალაქს ტოვებს და კუნძულებისკენ მიემართება. ქალაქები ძალიან ბევრმა ადამიანმა უკვე დატოვა გუშინ, პარასკევს საღამოს.

როგორც ირკვევა, დღეს პირეას პორტიდან 19 რეისია დაგეგმილი, 16 რაფინადან და 8 ლავრიოდან. აქტიურად მუშაობს საზღვაო პერსონალი, რათა მგზავრების გაზრდილი რაოდენობის გამო შექმნილი პრობლემები განმუხტონ.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისი, ორშაბათი, დასვენების დღეა საჯარო სექტორისა და ბანკებისთვის, ასევე დაკეტილი იქნება მაღაზიები რამდენიმე რეგიონში, ათენში კი, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე დღეებში საბერძნეთში სანაპიროებზე განსატვირთად არც თუ ისე კარგი ამინდია და სავარაუდოდ უქმე დღეებში ნალექი შენარჩუნდება.

onalem

ტესტ