fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

კიდევ ერთი პანდემია?! რას ამბობენ პროფესორები საბერძნეთში მაიმუნის ყვავილის დაფიქსირების შემდეგ

ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, პაგაის გალიაცატო მედიასთან საუბრობს მას შემდეგ, რაც საბერძნეთში მაიმუნის ყვავილის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მისი განმარტებით, საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და შიში და პანიკა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს.

“მორიგი პანდემიის საფრთხე არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ვაქცინები, წამლები, რომლებიც მუშაობს და მოქმედებს. არ ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთი პანდემიის წინაშე დავდგებით. მაიმუნის ყვავილი არ გადადის ისე მარტივად, როგორც კოვიდი.

რაც შეეხება თავად კოვიდს, არსებობს საშიშროება, რომ შემოდგომაზე ეპიდმდგომარეობა შედარებით დამძიმდეს. მაგრამ ძირითადად ომიკრონის ვარიანტი გვაქვს და ვხედავთ, რომ ეს შტამი გაცილებით სუსტია. 

არმგონია, რომ ოდესმე კოვიდი გაქრება, ამიტომ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ მასთან ერთად და შევინარჩუნოთ ის სუსტ მდგომარეობაში ყველა იმ ინტრუმენტით, რაც ამ დრომდე გვაქვს და მომავალშიც გვექნება.

ადამიანებმა, რომლებსაც სუსტი ჯანმრთელობა და იმუნიტეტი აქვთ, უკეთესი იქნება შემოდგომაზე ვაქცინის მე-4 დოზა მიიღონ,” ამბობს გალიაცატო.

 

onalem

ტესტ