fbpx
საბერძნეთი

რა უნდა დაიხუროს საბერძნეთში იმისთვის, რომ არ დაწესდეს მასშტაბური კარანტინი?!

მას შემდეგ, რაც გუშინ მთავრობამ ახალი ზომების შესახებ განაცხადა, მიკრობიოლოგიის პროფესორმა, ალკივიადის ვატოპულოსმა ტელეკომპანია Μega-სთან ისაუბრა. პროფესორმა აღნიშნა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საბერძნეთში მეორე მასშტაბური კარანტინი არ დაწესდეს.

აქვე უნდა ითქვას, რომ მიცოტაკისა და ექსპერტების გადაწყვეტილებით, ბარები და რესტორნები უნდა დაიკეტოს ღამის 12:00 საათისთვის და მათ უფრო გვიანობამდე მუშაობის უფლება აღარ აქვთ. ცხადია, განხორციელდება შემოწმებები, დაცულია თუ არა უსაფრთხოების წესები ამ დაწესებულებებში.

“ჩვენ გვაქვს ორი საბერძნეთი. ერთი მოხუცების, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ საფრთხე, ეშინიათ და იცავენ წესებს, ხოლო მეორე არის ახალგაზრდების საბერძნეთი, რომლებიც ყურსაც კი არ იბერტყენ.

ჩვენ ახლა საზღვარზე ვდგავართ და სიტუაცია ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს უკონტროლო.

ეს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ბარებსა და რესტორნებს, ძალიან დაგვეხმარება. უნდა დაიკეტოს ბარები, რათა არ დაწესდეს მასშტაბური კარანტინი.

რაც შეეხება ვაქცინას, მას 2021 წლიდან და შემდეგ უნდა ველოდოთ,” აცხადებს ვატოპულოსი.

ამრიგად, მთავარ პრობლემას ამ ეტაპზე რჩება ახალგაზრდა თაობის უპასუხისმგებლობა და ბარებსა და კლუბებში ხალხით გადატვირთულობა, უსაფრთხოების წესების დარღვევა. მათი დაკეტვის შემთხვევაში, ექსპერტების აზრით, პრობლემა უკან დაიხევს.

onalem

ტესტ