fbpx
საზოგადოება

კრეტაზე, აკრძალვების მიუხედავად, 1.500 კაციანი ქორწილის მოწყობას გეგმავდნენ

საზოგადოების გულგრილობა და კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების არასათანადო აღქმა ის მთავარი პრობლემაა, რომლის გამოც საბერძნეთში ბოლო რამდენიმე დღეა უკვე სამნიშნა რიცხვები ფიქსირდება.

მედიასთან ისაუბრა წვეულებების ორგანიზატორმა, თოდოროს კალათაკისმა, რომელმაც წარმოუდგენელი შემთხვევის შესახებ მოჰყვა.

როგორც უკვე ცნობილია, ქორწილებში სტუმართა დასაშვები რაოდენობა 150-მდე შეიზღუდა, ვინაიდან ადამიანების უმეტესობა სწორედ მსგავს წვეულებებზე დაინფიცირდა. მიუხედავად ამისა, კალათაკისი ჰყვება, რომ ირაკლიოს ერთ-ერთი სოფლიდან მას დაურეკეს და ქორწილის ორგანიზება სთხოვეს. როდესაც მან დასვა კითხვა, თუ რამდენი ადამიანი იყო დაპატიჟებული, ამაყად უპასუხეს, რომ სურდათ 1.500 კაციანი ქორწილის ორგანიზება აეღო საკუთარ თავზე.

ეს შემთხვევა უპრეცენდენტოა იქიდან გამომდინარე, რომ 1.500 ადამიანის შეკრება არის ფიზიკურად ერთი დიდი “ბომბი” კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით.

კალათაკისი აღნიშნავს, თუ რამდენად დიდი რისკების შემცველია მსგავსი ღონისძიებები და რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებათა გადავსება საბერძნეთს ცუდ შედეგებს მოუტანს. მან ასევე დასძინა, რომ ქალბატონს, რომელმაც ამხელა ქორწილის დაგეგმვა სურდა, უკვირდა, რომ რატომ მოხდებოდა ვირუსის გავრცელება მაინც და მაინც მის წვეულებაზე. პრობლემა სწორედ ამაშია – ასიმპტომატური ინფიცირებულები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ვირუსს ატარებენ.

onalem

ტესტ