fbpx
პოლიტიკა

“თუ თურქეთი დაიწყებს სამეცნიერო კვლევებს, მათ გემს ჩვენი წყლებიდან გავათრევ” – ფრაგულის ფრაგოს

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, თურქული გემი, Oruc Reis, დასავლეთით სვლას გააგრძელევს და სამეცნიერო კვლევებს განახორციელებს. ამაზე კი საბერძნეთის სამხედრო ძალების ყოფილი გენერალი და არმიის მეთაური, ფრაგულის ფრაგოსი კომენტარს აკეთებს:

“თუ თურქეთი დაიწყებს სამეცნიერო კვლევებს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ. საბოლოოდ მათ გემს გამწევს ჩავაბამ და ექსკლუზიური ზონიდან გავათრევ. პირეას პორტში მსგავსი გამწევები ბევრი გვაქვს, თვითმფრინავის გადამზიდავის დაძვრაც კი შეუძლია. ვნახოთ, თუ თურქები ამ პოლიტიკურ გემს დაარტყამენ. მაგრამ ცხადია, რომ ისე არ გავაკეთებთ, რომ თურქული გემი ჩაიძიროს.

ამ ქვეყნის ქმედებები წარმოადგენს გამოწვევას, შესაბამისად, ჩვენც ისე ვიმოქმედებთ, როგორც საჭიროა,” აცხადებს ფრაგოსი.

თურქეთში კი იწერება, რომ ეს მათი კონტინენტური მეჩეჩია და საბერძნეთი ამ საკითხთან დაკავშირებით უმიზეზოდ ტეხს ალიაქოთს.

ანკარას მიხედვით, თურქეთის კონტინენტური მეჩეჩი აღწევს როდოსის, კარპათოსის, კასოსის და კრეტას საზღვრებამდეც კი.

onalem

ტესტ