fbpx
პოლიტიკა

ებრაულ კომპანიებს სათაო ოფისები ისრაელიდან საბერძნეთში გადმოაქვთ – გაფორმებულია მთელი რიგი შეთანხმებები

ადამიანებს, რომელთაც მაშტაბური ბიზნესი აქვთ ისრაელში და აქტიურად მოღვაწეობენ, ახლა საბერძნეთს ერთ-ერთ იდეალურ მიმართულებად მიიჩნევენ საკუთარი კომპანიების სათაო ოფისების გადასატანად. ომის კონფლიქტი და დაძაბულობა ჰამასთან, ცხადია, არ არის იდეალური პირობები ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესის საწარმოებლად. ამ მიზეზების გამო, განსაკუთრებით ისინი, ვინც საერთაშორისო მყიდველებს უმიზნებენ, ეძებენ ქვეყნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხოებას და სტაბილურობას – საბერძნეთი ერთ-ერთი ასეთია.

ებრაელი ბიზნესმენებისთვის საბერძნეთი იდეალური არჩევანი აღმოჩნდა, უამრავი მნიშვნელოვანი საკითხის უზრუნველყოფის მხრივ – ახლოს არის მათ სამშობლოსთან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია, საბერძნეთის პრემიერსა და ისრაელის პრემიერს შორის მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობს და გაფორმებულია მთელი რიგი შეთანხმებები ყველა დონეზე, სამხედრო დონიდან ეკონომიკურამდე. ებრაელებისთვის საბერძნეთი არის ევროპის კარიბჭე და რა თქმა უნდა, გზა ევროკავშირისკენ.

არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა ებრაელმა ბიზნესმენმა უკვე დაიწყო საკონსულტაციო საკითხების გასავლელად სხვადასხვა კომპანიების ძებნა, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან სათაო ოფისების გადმოტანის კუთხით, რათა მოიძებნოს შესაფერისი ადგილი მათთვის.

onalem

ტესტ