fbpx
პოლიტიკა

თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ბერძენი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში საბერძნეთის 50 წლის მოქალაქე დააკავეს. ის კონკრეტულად ადრიანუპოლში, სასაზღვრო სამხედრო ბაზაზე აიყვანეს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Anadolu იუწყება.

50 წლის მამაკაცი თურქეთის აკრძალულ ზონაში ორესტიადადან შევიდა. ის თურქებმა შენიშნეს და კანონდარღვევის გამო, დაუყოვნებლივ დააკავეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საბერძნეთის ციხეში მკვლელობისთვის 10 წელი იჯდა, რეალურად კი 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის გარკვეული პირობების ფარგლებში გაათავისუფლეს.

საბერძნეთის მოქალაქე უცხოელთა განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც გარკვეული პროცედურების შემდეგ, სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ.

onalem

ტესტ