fbpx
ეკონომიკა

ნაღდი ფულით ვაჭრობის შეზღუდვა და საბანკო ბარათების გამოყენების ხელშეწყობა – საბერძნეთის ეკონომიკის სამინისტროს გეგმა

ფინანსთა მინისტრმა, კოსტას ხაძიდაკიმ კონფერენციაზე ახალი ზომებისა და კანონპროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება და მიზნად ისახავს საბერძნეთში სამართლიანი საგადასახადო სისტემის მუშაობას, ასევე, ნაღდი ფულის მიმოქცევის მაქსიმალურ შეზღუდვას და გადასახადებისგან თავის არიდების აღმოფხვრას.

როგორც ხაძიდაკი აცხადებს, ზომები, რომლებსაც მთავრობა მიიღებს, ორიენტირებული იქნება მოსახლეობის წახალისებასა და გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე, რომ ვაჭრობა განხორციელდეს უფრო მეტად საბანკო გადარიცხვებით და არა ნაღდი ფულის საშუალებით.

ასევე, მოსალოდნელია, რომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ და მხოლოდ საბანკო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებით იყოს შესაძლებელი.

განიხილება იმ ლიმიტის შემცირება, რომლის ფარგლებშიც ნებადართულია ნაღდი ფულის გამოყენება პროდუქციის შესაძენად ან ნებისმიერი მომსახურების გაწევის სანაცვლოდ თანხის გადასახელად. ეს ლიმიტი სავარაუდოდ შემცირდება 500 ევროდან 200 ევრომდე, რაც საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ანუ ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, რომლის საფასურიც 200 ევროზე მეტი იქნება, მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი. ცხადია, აქ იგულისხმება ელექტრონული გადახდის ნებისმიერი საშუალება, არ არის აუცილებელი, იყოს ეს ბერძნული ბანკის ანგარიში.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს სპეციალური აპლიკაციის “აპოდიქსის” წარმატებაც, რომლის საშუალებითაც გადასახადის გადამხდელები ამოწმებენ მიცემული ქვითრის სისწორეს და თუკი რაიმე პრობლემა ფიქსირდება, აგზავნიან მას საგადასახადო სამსახურში.

ამ დრომდე დაწესებულებების სია, რომელთაც არ აქვთ ვალდებულება, ჰქონდეთ POS ანუ ბარათით გადახდის შესაძლებლობა, ასე გამოიყურება:

ტაქსები
კიოსკები
მანქანების სადგომები
სპორტდარბაზები
კონკრეტული კინოები და თეატრები
ტრადიციული კაფეები სოფლებში.

 

 

onalem

ტესტ