fbpx
საბერძნეთი

ხვალ ცვლილებები მეტროს 1-ლი ხაზის მუშაობასთან დაკავშირებით 14:00 საათის შემდეგ

საბერძნეთის პოლიციის ბრძანების შესაბამისად, ხვალ, 1-ელ ნოემბერს, მეტროს 1-ლი ხაზის (იგივე ილეკტრიკო/ტრენო) მუშაობასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გვექნება.

კონკრეტულად, 14:00 საათიდან დაიკეტება სადგური “ირაკლიო” და მატარებლები აღნიშნულ სადგურში ჩაივლიან გაჩერების გარეშე.

სადგური გაიხსნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიცია კვლავ გასცემს ბრძანებას.

კიფისია-პირეა და პირეა-კიფისიის მარშრუტზე მატარებლები იმუშავებენ ჩვეულებრივად, მხოლოდ არ გააჩერებენ სადგურში “ირაკლიო”.

ყველა სხვა დანარჩენი ტრანსპორტიც იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.

onalem

ტესტ