fbpx
საბერძნეთი

ამინდის ცვლილება დღეიდან იწყება – კლიმატური ფენომენი, სახელად “Π”, რომელიც ნალექს მოიტანს

როგორც სინოპტიკოსები გვპირდებოდნენ, ამინდი საბერძნეთში ნელ-ნელა იცვლება და ემსგავსება შემოდგომისას. შესაძლოა ტემპერატურამ ჯერ რადიკალურად არ დაიკლო, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი დასავლეთ საბერძნეთში და აღმოსავლეთ ეგეოსის ტერიტორიაზე.

უახლესი პროგნოზის მიხედვით, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესება გარდაუვალია და კლიმატური ფენომენი მოიტანს ნალექს, განსაკუთრებით შაბათ დღეს, როდესაც წვიმას თან ახლდება ძლიერი ჭექა-ქუხილი.

სინიპტიკოსებმა კლიმატურ ფენომენს, რომელიც კვირის ბოლოს აქტიურდება, “Π” უწოდეს, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ტერიტორიები, რომლებზეც იწვიმებს, გეოგრაფიულად რუკაზე Π-ს ფორმას ქმნის. იწყება დასავლეთიდან, შემდეგ გადაინაცვლებს ჩრდილოეთ საბერძნეთისკენ და სრულდება აღმოსავლეთით, ეგეოსის კუნძულებთან. შიდა ნაწილში კი, ვიტარება ფაქტობრივად, უცვლელი რჩება.

მეტეოროლოგი გიორგოს ცატრაფილიასი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ასახავს ტერიტორიებს, სადაც ამინდი საგრძნობლად შეიცვლება:

onalem

ტესტ