fbpx
საბერძნეთი

ერთი თვის მანძილზე ათენის ცენტრში ასობით ადამიანი დააკავეს!

ბოლო დროინდელი ინფორმაციით, ათენში პოლიცია გაძლიერებული ძალებით მუშაობს. აღნიშნულის შესახებ ბერძნული მედია დიდი ხნით ადრე იუწყებოდა. პოლიციის დეპარტამენტის მიზანი დანაშაულის პრევენცია იყო.

რა შედეგები მოიტანა სამართალდამცავთა მუშაობამ?!

ბოლო ერთი თვის მანძილზე ათენის ცენტრალურ უბნებში დაპატიმრებების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 2018 წლის ნოემბრის თვეში სულ 646 ადამიანი დააკავეს. 

საერთო ჯამში პოლიციამ შეამოწმა 25,659 ადამიანი, რომელთაგან აყვანილია 7, 092 პირი. 

დაპატიმრების მიზეზი სხვადასხვა დანაშაულია: ძარცვა, შეიარაღებული ყაჩაღობა, სხვადასხვა კანონდარღვევები, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება, ქვეყანაში არაკანონიერად ცხოვრება, ნარკოტიკებით ვაჭრობა, დაკავება დეპორტაციის მიზნით, სხვადახვა ნივთებით უკანონო ვაჭრობა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ პოლიცია აქტიურად მუშაობს როგორც დღის ასევე ღამის საათებში და მათივე ინფორმაციით, ეს მუშაობა იგივე სიხშირით გაგრძელდება.

onalem

ტესტ