fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის განსაკუთრებული მობიზილება ათენში – დააკავეს 21 იტალიელი ულტრამემარჯვენე

გუშინ ღამით პოლიციის ოფიცრებმა ათენის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს 21 იტალიელი ულტრამემარჯვენე აქტივისტი, რომელიც საბერძნეთში “ოქროს განთიადის” წევრების მკვლელობიდან მე-10 წლისთავთან დაკავშირებულ შეკრებაზე მოდიოდა. ვინაიდან ისინი ითვლებიან საფრთხედ საზოგადოებისთვის, დაწყებულია მათი დეპორტაციის პროცესი.

საბერძნეთის პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს ნეო ირაკლიოს ტერიტორიაზე, ვინაიდან მოსალოდნელია გარკვეული ეპიზოდები “ოქროს განთიადის” წევრების მე-10 წლისთავთან დაკავშირებით. ამის გამო დაიკეტება მეტროს 1-ლი ხაზის სადგურიც, “ირაკლიო”, 14:00 საათიდან.

პოლიციისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ ევროპელი ულტრამემარჯვენეები საბერძნეთში უნდა ჩამოსულიყვნენ და იტალიელი ექსტრემისტების აყვანა ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, ვიდრე ათენის აეროპორტის ზღურბლს გადმოაბიჯებდნენ.

ცხადია, ოფიცრები სრული დატვირთვით პატრულირებენ და ეს ყველაფერი გაგრძელდება 2 ნოემბრამდე.

რაც შეეხება, აღნიშნულ ვითარებას, დღევანდელ დღეს, 10 წლის წინ, “ოქროს განთიადის” ორი წევრი, მანოლის კაპელონი და გიორგოს ფუდულისი სწორედ ირაკლიოს ტერიტორიაზე მოკლეს, აქედან გამომდინარე, ექსტრემისტი აქტივისტები იკრიბებიან, როგორც ჩანს, არა მხოლოდ საბერძნეთიდან, არამედ ევროპის ქვეყნებიდანაც ჰყავთ მხარდამჭერები.

onalem

ტესტ