fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: როდის პროგნოზირებენ კორონავირუსის მე-5 ტალღას 2022 წელს ექსპერტები?!

საბერძნეთში ექსპერტთა ნაწილი უკვე საუბრობს კორონავირუსის მე-5 ტალღაზე, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება დაფიქსირდეს საბერძნეთში.

პაპანიკოლაუს საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მე-4 ტალღას ვებრძვით, რომელიც ნოემბერში დაიწყო, მაგრამ “ომიკრონი” არ არის შტამი, რომელიც პანდემიას დაასრულებს. პროფესორის განმარტებით, მე-5 ტალღას 2022 წლის გაზაფხულზე, კერძოდ, მაისში ვიხილავთ.

“არავინ ფიქრობს, რა შედეგები ექნება მე-5 ტალღას, რომელიც საბერძნეთში მაისის თვეშია მოსალოდნელი. ახლა გარკვეული პერიოდი დავისვენებთ, მაგრამ ეს ტალღა თავის კბილებს აპრილსა და მაისში გვიჩვენებს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვექნება პანდემიის ახალი აფეთქება და განვიცდით ტრაგიკულ შედეგებს.

პანდემია ისეთი საკითხია, რომ არასოდეს არ უნდა ვიყოთ თვითკმაყოფილები, არ უნდა მოვდუნდეთ. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ბავშვთა ავადობა მთელ მსოფლიოში, არ გვხვდება ხშირი ფატალური შედეგები.

ამჟამად საავადმყოფოში მოთავსებულთა უმეტესობა არავაქცინირებულია და აქვთ თანდევი დაავადებები. ყურადღება მიაქციეთ ხალხით გადატვირთულ ადგილებს, პირბადეების ტარება მინიმუმ გაზაფხულამდე მოგვიწევს,” აცხადებს ნიკოს კაპრაველო.

 

onalem

ტესტ