fbpx
საზოგადოება

“მე ცხოვრებაში პირველად შევხვდი ადამიანს, რომელსაც სახე არ აქვს” – იოანა პალიოსპირუს ფსიქიატრი

ბერძნულ მედიასთან პირველად ისაუბრა იოანა პალიოსპირუს ფსიქიატრმა. პალიოსპირუ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რადგან მისი ტკივილი მჟავით თავდასხმის მომენტიდანვე მთელმა საბერძნეთმა გაიზიარა და სოლიდარობა გამოუცხადა.

ფსიქიატრი აღწერს, რომ ეს მისთვის უნიკალური გამოცდილებაა, რადგან პირველად შეხვდა ადამიანს, კლიენტის ამპლუაში, რომელსაც სახე არ აქვს.

“როგორც პირადმა ექიმმა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ გულწრფელად შოკში ვიყავი მას შემდეგ, რაც იოანას შევხვდი. მე შევხვდი ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება – სახე. შუადღის 12 საათზე, სრულიად ბნელ ოთახში მე ვუყურებდი ადამიანს, რომელიც აცრემლებული, დაღვრემილი, იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი იყო. ქალს, რომელსაც სრულიად განადგურებული აქვს სახე, განსაკუთრებით, მარცხენა მხარე. ოთახში არ აღწევდა მზის სხივები, რადგან ეს მისთვის დამაზიანებელი იყო.

ვერ ვიტყვი, რომ არ შემეშინდა, ვერ მოვიტყუები, რომ არ ვინერვიულე… ყველა ემოციამ ერთად მოიყარა თავი ჩემში, რადგან ცხოვრებაში პირველად შევხვდი ადამიანს, სახის გარეშე,” ამბობს ის.

იოანა პალიოსპირუ ამჟამად თავს ნორმალურად გრძნობს და ცდილობს მაქსიმალურად პროდუქტიული ცხოვრება ჰქონდეს, როგორც ეს შესაძლებელია მის მდგომარეობაში. თუმცა, ცხადია, რეაბილიტაციის პროცესი და მკურნალობა წლები გასტანს.

onalem

ტესტ