fbpx
საზოგადოება

ათენი: ტაქსის მძღოლი პოლიციელს ემუქრებოდა, რომ თუ ჯარიმას გამოუწერდა, მის სახესთან დააცემინებდა და ვირუსს გადასდებდა

ათენის ცენტრში, სიდნაღმის სკვერთან ახლოს, პოლიციის ოფიცერმა ტაქსის მძღოლი გააჩერა და მას გადაადგილების მიზეზის დამადასტურებელი ცნობა ან sms მოსთხოვა. ვინაიდან მას არცერთი აღმოაჩნდა, ფურცელი ამოიღო და ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერა დაიწყო.

ამ ყველაფერზე ტაქსის მძღოლი გაცხარდა და ოფიცერს ემუქრებოდა, რომ მის სახესთან დააცემინებდა და კორონავირუსს გადასდებდა, რადგან თავად ინფიცირებული იყო. ამავე დროს, ამბობდა, რომ საავადმყოფოში მიეჩქარებოდა და ვერც sms გაგზავნა მოასწრო და ვერც ფურცელზე დაწერა.

პოლიციელმა მას განუმარტა, რომ თუკი მსგავს რამეს გააკეთებდა, ჯარიმის გარდა, დაკავებას ვერ გადაურჩებოდა. ამის შემდეგ მძღოლი დაწყნარდა და გზა 150 ევროიანი ჯარიმით გააგრძელა.

 

onalem

ტესტ