fbpx
პოზიტივისაზოგადოება

“ნეტავ, ყველა დედამთილს ასეთი რძალი ჰყავდეს, ყოველდღე ვეუბნები, მეორე შვილი გააჩინონ” – ანტონის რემოს დედა

ანტონის რემოს მიერ ბოლოს გამართულ კონცერტზე დიდი აუდიტორიის ერთ-ერთი წევრი მისი დედა, ელენი პასხალიდი იყო, რომელმაც კამერებთან ისაუბრა.

“ჩემი ანტონის გამო ღრუბლებში დავფრინავ და კიდევ უფრო ჩემი შვილიშვილის გამო, რომ ჩემი სახელი აქვს. ანტონი ჩემთვის არის ის, რაც ყველა დედისთვის თავისი შვილი. როცა მითხრა, რომ ქორწინდებოდა, ძალიან გამიხარდა. ეს ჩემი ოცნება იყო. იგივენაირად მიყვარს ივონიც, მას ვაღმერთებ. ნეტავ, ყველა დედამთილს ასეთი რძალი ჰყავდეს. 

ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ანტონიმ მომცა, ეს პატარა ელენია. ჩემს ვაჟს ცხოვრებაში დიდი სირთულეები ჰქონდა, მაგრამ ღმერთმა არ მიატოვა. როცა გწამს ღმერთის, ყველაფერი მოდის. ყოველდღე ვეუბნები, რომ მეორე შვილი გააჩინონ,” ამბობს ელენი პასხალიდი.

onalem

ტესტ