fbpx
საზოგადოება

“მე ვალენტინა ვარ, მამაჩემი კარგად არის?!” – 7 წლის გოგონას სულისშემძვრელი სიტყვები ადვოკატს

სულისშემძვრელია სიტყვები, რომელიც ვალენტინამ ვიდეოზარის დროს ადვოკატს უთხრა. გოგონას, რომელიც საკუთარმა მამამ ყალბი დოკუმენტებით საფრანგეთში გაამგზავრა და შემდეგ მისი გაუჩინარების შესახებ ტყუილი ისტორია შეთხზა, აინტერესებს, თუ როგორ არის მისი მამა.

“მე ვალენტინა ვარ. დედასთან და ჩემს დასთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ. მამა კარგად არის?!” – ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ 7 წლის გოგონას, რომელიც ათენიდან, კერძოდ კი, პაგრატიდან გაუჩინარდა, პოლიცია 55 დღის მანძილზე ეძებდა და საბოლოოდ საფრანგეთში მიაგნო, სადაც როგორც ირკვევა, მამამ გაამგზავრა, რადგან თავად ბავშვის აღზრდა არ შეეძლო.

ის საკუთარი საქციელის მიზეზად უმუშევრობას და დაავადების ქონას ასახელებს, რომელიც გადამდებია. მას სურდა, რომ გოგონას უკეთესი ცხოვრება ჰქონოდა და სწორედ ამიტომ გაამგზავრა დედასთან.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. ბავშვის 32 წლის მამა კი გარკვეული პირობებით გაათავისუფლეს.

იხილეთ სპეციალური რეპორტაჟი:

onalem

ტესტ